საერთაშორისო კონკურსი ქართველი ხელოვანებისთვის

ინტრო
ორგანიზატორის შესახებ
Art Inception Georgia-ს შესახებ
Art Inception არის ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ქართველ ხელოვანებს თანამედროვე აუდიტორიასთან ლოკალურად და გლობალურად. პლატფორმა აქტიურად ეხმარება არტისტებს შექმნან საერთაშორისო კარიერა, მეორეს მხრივ - ხელოვნების მოყვარულებს ეხმარება იპოვონ ახალი კავშირები ხელოვნებასთან. ამდენად, პლატფორმა ქმნის ღირებულებას ორივე აუდიტორიისთვის - როგორც ხელოვანებისთვის, ისე ხელოვნების მოყვარულებისთვის.
The CERA PROJECT-ის შესახებ:
The CERA PROJECT არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ბაზირებული ლისაბონში. მისი ფოკუსია თანამედროვე, ევროპული და დასავლლური ნარატივის მიღმა არსებული მხატვრების პრომოუშენი და წარდგენა. ორგანიზაციის დამფუძნებელია საერთაშორისო კურატორი ინეს ვალე. The CERA PROJECT ქმნის და კურატორობას უწევს სხვადასხვა სახელოვნებო პროექტებს და გამოფენებთან როგორც პორტუგალიაში, ისე ქვეყნის მიღმა. The CERA PROJECT ხელს უწყობს დიალოგს არტისტებს, კურატორებს, მწერლებს, მეცნიერებს და კოლექციონერებს შორის თანამედროვე გლობალური პროცესების და გამოწვევების შესახებ.
პროექტის მთავარი კურატორია ინეს ვალე - The Cera Project-ის დირექტორი და საერთაშორისო არტ საკონსულტაციო ორგანიზაცია Velvenoir-ის მთავარი კურატორი. მისი გამოცდილება ფარავს საერთაშორისო გლობალური არტ ბაზრის ცოდნას. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებებია: საერთაშორისო ერთობლივი პროექტები, პოლიტიკური არტი, არტი როგორც საინვესტიციო ღირებულება.
დეტალური ინფორმაცია
სააპლიკაციო პროცესი: დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ:
- პორტფოლიო (5-10 არტ პროექტი, ან ნამუშევრების 20 ფოტო)
- განახლებული CV
- არტისტის განაცხადი (200-400 სიტყვა)
- სამოტივაციო წერილი (რატომ მონაწილეობენ აღნიშნულ პროექტში)
- ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 14 ოქტომბერი, 2021
კონკურსის პირველ ფაზაში მოხდება მიღებული პორტფოლიოების ონლაინ განხილვა პორტუგალიელი და ავსტრიელი კურატორების მიერ.
პროექტის მეორე ფაზაში გაიმართება ონლაინ ჯგუფური გამოფენა, არტისტები შეირჩევიან წარმოდგენილი პორტფოლიოების მიხედვით.