გერმანული ფონდი VISIT ხელოვანებს სტიპენდიებს სთავაზობს

  • რეზიდენცია
  • გერმანია
  • სრული დაფინანსება
  • დასრულებული
www.visit-energy.com
  10 აპრილს, 2022

ინტრო

VISIT არის სასტიპენდიო პროგრამა, რომელსაც მართავს E.ON Stiftung, ევროპის ენერგეტიკული ქსელებისა და ინფრასტრუქტურის ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი. გამოცხადებული 6 თვიან რეზიდენციის პროგრამაში მხატვრის სტიპენდია იქნება €20 000, რომელიც განაწილებული იქნება ყველა მონაწილეზე. წარმოების ხარჯები და მგზავრობის ყველა ხარჯი დაიფარება საერთო ბიუჯეტის ფარგლებში.

ორგანიზატორის შესახებ

ფონდი VISIT დაარსდა გერმანიაში. VISIT-ის მიზანია ხელოვანებთან, მეცნიერებთან და კომპანიებთან მრავალმხრივი დიალოგის ხელშეწყობა ენერგეტიკის შესახებ და თემის განხილვის პროცეში ხელოვანების ჩართვა.

დეტალური ინფორმაცია

VISIT წელიწადში აფინანსებს სამ ხელოვნების პროექტს. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, როგორც ცალკეულ ხელოვანებს, ასევე საპროექტო ჯგუფებს. გარდა ამისა, VISIT მიესალმება პროექტებს შემდეგ სფეროებში: დიზაინი, არქტიტექტურა.  2022 წელს გამოცხადებული პროგრამა ეხება ენერგეტიკასა და მის მნიშვნელობას მთლიანად საზოგადოებისთვის. პროგრამა საშუალევას აძლევს ახალგაზრდა ხელოვანებს შექმნან ახალი ნამუშევრები და ჩაერთონ განსაკუთრებულ პროექტებში.

 

ვის შეუძლია მონაწილეობა:

  • რეზიდენციაში მონაწილეობა შეუძლია არტისტს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

 

ლოკაცია:

  • VISIT- ესენი, გერმანია

 

რეზიდენციაში მონაწილეობისთვის აპლიკანტმა უნდა ატვირთოს:

  • მხატვრის განცხადება

  • CV

  • ნამუშევრები / პორტფოლიო

 

მონაწილეობის ღირებულება:

  • რეზიდენციაში მონაწილეობა უფასოა. 

 

ჯილდო/პრიზი:

  • გამოფენა

  • მგზავრობა, ფრენა

  • სასტიპენდიო დაფინანსება

  • პროდუქციის შექმნა

 

განცხადების ბოლო ვადაა: 

  • 16 მაისი, 2022

 

ძირითადი მახასიათებლები

შესაძლებლობის ტიპი
რეზიდენცია
ლოკაცია
გერმანია
ბოლო ვადა
16 მაისს, 2022
დაფინანსება
სრული
ქვეყანა
გერმანია
ვისთვის
მთელი მსოფლიო